წესები

რეკლამის დამკვეთის სამომხმარებლო შეთანხმება

Promo.ge-ს სერვისის სარგებლობისას ეთანხმებით პირობებს და წესებს, რომლებიც ვრცელდება ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელზე.

რეკლამის ყველა დამკვეთი ვალდებულია საკუთარი სარეკლამო კამპანიის ხარჯები დაფაროს წინასწარ. რეკლამის დამკვეთის სარეკლამო დეპოზიტზე არსებული თანხა უკან არ ბრუნდება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც კომპანია წარადგენს ლიკვიდაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

Promo.ge-ზე რეგისტრაციისას აუცილებელია შეავსოთ ყველა ველი. რეგისტრაციისას მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი კომპანიის შესახებ ლიმიტირებული ინფორმაციის მოწოდებაზე, რომელსაც ითხოვს სერვისი. გარდა ამისა, მოწოდებული ინფორმაცია მუდმივად უნდა იყოს განახლებული და ზუსტი. სარეგისტრაციო მონაცემებში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, Promo.ge იტოვებს უფლებას მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე მოახდინოს ანგარიშის ბლოკირება მონაცემების დაზუსტებამდე.

Promo.ge-ს ადმინისრაცია იტოვებს უფლებას უარი უთხრას მომხმარებელს ისეთი პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამირებაზე, რომელიც შეიცავს:

• პორნოგრაფიას, ან გადაამისამართებს მომხმარებლებს ისეთ ვებსაიტებზე, სადაც მსგავსი შინაარსის მასალებია განთავსებული;

• პირატული პროგრამების, მუსიკალური თუ ხელოვნების სხვა ნიმუშების არაავტორიზებულ გავრცელებას;

• ინფორმაციას არალეგალური საქმიანობის შესახებ (ჰაკერები, კიბერდანაშაული,ბომბის წარმოება და ა.შ);

• უცენზურო, შეურაცხმყოფელ ლექსიკას;

• არაკანონიერ, მავნებლურ, მუქარის შემცველ, ზნეობის, პატივისა და ღირსების,მესამე პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ მასალებს, მასალებს, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს, ეწევიან ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, სოციალური ნიშნით, ხელს უწყობენ რელიგიური, რასობრივი ან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას, შეიცავენ ძალადობის ან ცხოველების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების სცენებს და ა.შ.;

• რაიმე ადგილობრივი, სახელმწიფო ან საერთაშორისო კანონების მიზანმიმართულ თუ შემთხვევით დარღვევას;

• სხვა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა შეგროვებასა და შენახვას;

• ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეკლამას;

• ვისამე მისამართით უხეში და შეურაცხყოფელი გამონათქვამებისა და წინადადებების შემცველ მასალებს.

ამასთანავე, Promo.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუშვას, ან არ გაუშვას ამა თუ იმ დამკვეთის რეკლამა საიტის მფლობელთა ქსელში, ახსნა-განმარტების გარეშე.

საიტის მფლობელთა თანამშრომლობის პირობები

Promo.ge-ს სერვისის სარგებლობისას ეთანხმებით პირობებს და წესებს, რომლებიც ვრცელდება ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელზე.

ყურადღებით გაეცანით საიტის მფლობელთა თანამშრომლობის პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ Promo.ge-ს ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მოხმარებლებს სერვისის მოხმარების წესებში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, წესები შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობაა რომ სერვისის გამოყენებისას პერიოდულად გადაამოწმოთ საიტის მფლობელთა თანამშრომლობის პირობები.

საიტის მფლობელთა ქსელში ჩართვა შეუძლია ყველა საიტის მფლობელს, რომელიც:

• არ ავრცელებს არალეგალურ მასალებს;

• არ შეიცავს არაკანონიერ, მავნებლურ, მუქარის შემცველ, ზნეობის, პატივისა და ღირსების, მესამე პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ მასალებს, მასალებს, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს, ეწევიან ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, სოციალური ნიშნით, ხელს უწყობენ რელიგიური, რასობრივი ან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას, შეიცავენ ძალადობის ან ცხოველების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების სცენებს და ა.შ.;

• არ შეიცავს პორნოგრაფიას, ან გადაამისამართებს მომხმარებლებს ისეთ ვებსაიტებზე, სადაც მსგავსი შინაარსის მასალებია განთავსებული;

• არ შეიცავს ინფორმაციას არალეგალური საქმიანობის შესახებ (ჰაკერები,კიბერდანაშაული, ბომბის წარმოება და ა.შ);

• არ ახდენს რაიმე ადგილობრივი, სახელმწიფო ან საერთაშორისო კანონების მიზანმიმართულ თუ შემთხვევით დარღვევას;

• არ ეწევა ნარკოტიკულ ნივთიერებათა პროპაგანდას;

• არ ახდენს პირატული პროგრამების, მუსიკალური თუ ხელოვნების სხვა ნიმუშების არაავტორიზებულ გავრცელებას;

• ჰყავს მინიმუმ 500 უნიკალური ვიზიტორი დღეში.

ამასთანავე, Promo.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ დაუშვას ან არ დაუშვას ესა თუ ის ვებსაიტი საიტის მფლობელთა ქსელში, ახსნა-განმარტების გარეშე.

Promo.ge-ს ტექნიკური გაუმართაობის შედეგად გამოწვეული ზარალი, ასეთის არსებობისა და დადასტურების შემთხვევაში, ანაზღაურდება სრულად რეკლამის დამკვეთის ანგარიშზე.

საიტის მფლობელმა რეკლამის განთავსებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:

დაუშვებელია რეკლამის განთავსება:

• Pop-up-ის სახით,

• iframe-ში,

• ვებგვერდზე, სადაც მხოლოდ სარეკლამო ინფორმაციაა განთავსებული

• ისეთ ფორმატში, რომელიც მოუწოდებს ან აიძულებს ვიზიტორებს „დააკლიკონ“ რეკლამას

• ისეთი სახით, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და იწვევს რეკლამაზე შემთხვევით „დაკლიკებას“

საიტის მფლობელი, რომელიც გამოაშკარავდება ისეთი პროგრამების მოხმარებაში, რომლებიც არაკეთილსინდისიერი გზებით ახდენენ საიტზე ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას, შეიმჩნევიან არამიზნობრივი აუდიტორიის ხელოვნურ ზრდასა და ავტომატური “კლიკების“ გამოყენებაში, დაუყოვნებლივ გამოეთიშებიან promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელს და იმ მომენტისათვის დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ რეკლამის დამკვეთებს.

თანხის გამომუშავების პრინციპი

რეკლამის დამკვეთების მიერ „კლიკში“ გადახდილი თანხის მინიმუმ 70% დაერიცხება საიტის მფლობელს, მის საიტზე განთავსებულ რეკლამებზე „დაკლიკებისას“.

დაგროვილი თანხა შესაძლოა საიტის მფლობელმა:

ა) გაანაღდოს, მას შემდეგ რაც დაგროვილი თანხა აღემატება 30 ლარს. მიმდინარე თვის თანხის დარიცხვა ხდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე მომდევნო თვის 15 რიცხვში და განაღდება შესაძლებელია თვეში ერთხელ საბანკო გადარიცხვით. კერძო პირებს დაუკავდებათ კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადი.


იურიდიულ პირთა და ინდ/მეწარმეთა საყუდადღებოდ, გთხოვთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთოთ თქვენს პროფილში.

თანხის გასატანად გთხოვთ თქვენი პროფილის გვერდი შეავსოთ შემდეგი ინფორმაციით:
  • IBAN ანგარიშის ნომერი (რომელიც თქვენს სახელზეა რეგისტრირებული)
  • პირადობის მოწმობის ასლი (ატვირთეთ)
  • მიუთითეთ პირადობის მოწმობის ნომერი.
  • მიუთითეთ საცხოვრებელი (ფიზიკური) მისამართი. 
  • მონიშნეთ - თანხის გატანის რეჟიმი

ბ) გადაიტანოს საკუთარ „რეკლამის დამკვეთის“ ანგარიშზე და გამოიყენოს თავისი პროდუქტის ან სერვისის რეკლამირებისათვის და დამატებით მიიღოს აღნიშნულითანხის 20% ბონუსად.