ხშირად დასმული შეკითხვები
• რა არის Promo.ge?
Promo.ge არის ადგილი, სადაც რეკლამის დამკვეთები და საიტის მფლობელები ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის ვირტუალური სარეკლამო კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ მინიმალური ხარჯით იპოვოთ პოტენციური მომხმარებლები და "Pay per click" მეთოდით განათავსოთ მათზე მორგებული ტექსტური ფორმატის რეკლამა რეიტინგულ ვებსაიტებზე.
• ვინ არიან Promo.ge-ს მომხმარებლები?
Promo.ge-ს მომხმარელები იყოფიან ორ ჯგუფად - რეკლამის დამკვეთები და საიტის მფლობელები. რეკლამის დამკვეთი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს თავისი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის რეკლამირება რეიტინგულ ვებსაიტებზე მინიმალურ ფასად, პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად. საიტის მფლობელი არის პირი, რომელიც ფლობს საკუთარ ვებსაიტს და სურს მისი საშუალებით დამატებითი შემოსავლის მიღება.
რეკლამის დამკვეთებისთვის
• რას სთავაზობს Promo.ge რეკლამის დამკვეთებს?
Promo.ge თრეკლამის დამკვეთებს აძლევს საშუალებას სხვადასხვა ტექსტური ტიპის რეკლამა და განათავსონ ის Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ზსელში არსებულ ვებსაიტებზე მინიმალურ ფასად. გარდა იმისა, რომ რეკლამის დამკვეთი თავად საზღვრავს საკუთარი სარეკლამო კამპანისს ბიუჯეტს, Promo.ge-ს საშუალებით მას შეუძლია სრულყოფილად აკონტროლოს სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობა და მიიღოს დეტალური სტატისტიკა.
• როგორ გავხდე Promo.ge-ს რეკლამის დამკვეთი?
აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსება რეკლამის დამკვეთის ანგარიშის შესაქმნელად. თქვენი პირველი სარეკლამო კამპანიის შესაქმნელად, მიჰყევით ბმულს.
• სად გამოჩნდება ჩემი რეკლამა?
თქვენი რეკლამა გამოცნდება Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელში არსებულ სხვდადასხვა შინაარსის მქონე პოპულარულ ვებსაიტებზე, რომლებსაც თქვენ თავად აირჩევთ სარეკლამო კმაპანიის შექმნისას.
• როგორ უზრუნველყოფს Promo.ge რეკლამის ეფექტურობის ხარისხს?
ყველა კლიკი, რომელიც დამკვეთის რეკლამაზე ხორციელდება, გადის საფუძვლიან შემოწმებას და მხოლოდ მისი ლეგიტიმურობის დადასტურების შემდეგ ხდება მისი საფასურის ბალანსიდან ჩამოჭრა. Promo.ge სრულად უზრუნველყოფს დამკვეთების დაცვას განმეორებითი ან საიტის მფლობელების მიერ განხორციელებულ ცრუ კლიკებისგან.
• როგორ შევავსოთ დამკვეთის ბალანსი?
დამკვეთის ბალანსის შევსების საშუალებები იხილეთ შემდეგ ბმულზე: ბალანსის შევსება
საიტის მფლობელთათვის
• რას სთავაზობს Promo.ge საიტის მფლობელებს?
საიტის მფლობელებს Promo.ge სთავაზობს „პაბლიშერთა“ ქსელში ჩართვას, რაც მათ საშუალებას მიცემს განათავსონ საკუთარ საიტებზე Promo.ge-ს დამკვეთთა რეკლამა და მიიღონ ლეგიტიმური კლიკების შესაბამისი შემოსავალი.
• როგორ გავწევრიანდე Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელში?
Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელში გასაწევრიანებლად საჭიროა მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსება და საიტის ვერიფიკაციის პროცედურის გავლა, რის შემდეგაც შეძლებთ დაიწყოთ თანხის დაგროვება.
• შემიძლია თუ არა კონკურენტთა რეკლამების ბლოკირება ჩემს საიტზე?
დიახ, ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ თქვენს საიტზე კონკურენტთა რეკლამების ბლოკირება.
• როგორ შემიძლია გამოვიყენო დაგროვილი თანხა?
საიტის მფლობელებს შეუძლიათ გაიტანონ დგროვილი თანხა საკუთარი ანგარიშიდან, ან გადაიტანონ ის საკუთარ დამკვეთის ანგარიშზე და გამოიყენონ საკუთარი სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტად.
• რა რაოდენობის შემოსავლის დაგროვების შემდეგ შემიძლია თანხის გატანა?
დაგროვილი თანხა შესაძლოა საიტის მფლობელმა გაანაღდოს, მას შემდეგ რაც დაგროვილი თანხა აღემატება 30 ლარს. მიმდინარე თვის თანხის დარიცხვა ხდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე მომდევნო თვის 15 რიცხვში და განაღდება შესაძლებელია თვეში ერთხელ საბანკო გადარიცხვით. კერძო პირებს დაუკავდებათ კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადი.