სერვისის შესახებ
Promo.ge არის ადგილი, სადაც რეკლამის დამკვეთები და საიტის მფლობელები ხვდებიან ერთმანეთს.
ეს არის ვირტუალური სარეკლამო კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ მინიმალური ხარჯით იპოვოთ პოტენციური მომხმარებლები და "Pay per click" მეთოდით განათავსოთ მათზე მორგებული ტექსტური ფორმატის რეკლამა რეიტინგულ ვებსაიტებზე.
მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესისთვის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შექმნათ და სრულყოფილად მართოთ სარეკლამო კამპანია, რომლის ფარგლებშიც განათავსებთ თქვენი კომპანიის კონტექსტურ რეკლამას Promo.ge-ს საიტების მფლობელთა ქსელში. სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტს ირჩევთ თქვენ, საკუთარი ფინანსების შესაბამისად.
Promo.ge გთავაზობთ სტაბილურ და ხარისხიან სარეკლამო სერვისს, რომლის ეფექტურობასაც თქვენ თავად განსაზღვრავთ.
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ონლაინ სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე, რათა გავაფართოოთ სარეკლამო შესაძლებლობები ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
რეკლამის დამკვეთები
Promo.ge რეკლამის დამკვეთებს აძლევს საშუალებას შექმნას სხვადასხვა ფორმატის რეკლამა საკუთარი გემოვნებით და განათავსოს ის პარტნიორ საიტებზე, როგორებიცაა myvideo.ge, news.ge და ა.შ.
სერვისის სარგებლობისათვის აუცილებელი ეტაპია რეგიტრაცია, რომლის წარმატებით გავლისა და ავტორიზაციის შემდეგ ხელმისაწვდომია რეკლამის სამართავი პანელი. იმისათვის, რომ დაგეგმოთ და განახორციელოთ ესა თუ ის სარეკლამო კამპანია, აუცილებელია შეავსოთ ედვერტაიზერის ბალანსი. ამის შემდეგ ავტომატურად გააქტიურდება რეკლამის შექმნისა და სარეკლამო კამპანიის სრულყოფილად მართვის ფუნქციები.
რეკლამის შექმნა და მართვა
ახალი რეკლამის შექმნა შესაძლებელია ავტორიზაციის გავლის შემდეგ დამკვეთის დეშბორდიდან. საკუთარი საიტის URL-ის მითითების შემდეგ დამკვეთს აქვს საშუალება შეავსოს რეკლამის პარამეტრები, კერძოდ სათაური, მოკლე აღწერა, საჩვენებელი მისამართი და სრული რეალური მისამართი, სადაც სურს რომ გადამისამართდნენ მისი კომპანიის პოტენციური მომხმარებლები. გარდა ამისა, დამკვეთი ირჩევს სურათს საკუთარი რეკლამისთვის Promo.ge-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატივებიდან, ან სურვილისამებრ ტვირთავს ახალ სურათს.
რეკლამა შეგიძლიათ მიაბათ უკვე არსებულ სარეკლამო კამპანიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან შექმნათ ახალი კამპანია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ ახალი კამპანიის დასახელება, ერთი კლიკის მაქსიმალური ფასი და კამპანიის დღიური ბიუჯეტი, აირჩიოთ მისი დაწყებისა და დამთავრების თარიღები და მონიშნოთ ის საიტები, სადაც გსურთ რომ გამოჩნდეს თქვენი რეკლამა.
ყოველი შემდეგი რეკლამის შექმნისას, თქვენ შეგიძლიათ მიამაგროთ ის არსებულ სარეკლამო კამპანიას და ისარგებლოთ უკვე დაწესებული ტარიფებით, ან შექმნათ ახალი კამპანია სადაც საშუალება გექნებათ ხელახლა აირჩიოთ ვებსაიტი, შეცვალოთ კამპანიის ხანგრძლივობა, ერთი კლიკის მაქსიმალური ფასი და კამპანიის დღიური ბიუჯეტი.
დამკვეთს შეუძლია სურვილისამებრ ნებისმიერ დროს შეაჩეროს, დაარედაქტიროს ან წაშალოს არსებული სარეკლამო კამპანია, ნახოს ჩვენებების დეტალური სტატისტიკა და ა.შ.
სტატისტიკის გვერდიდან შესძლებელია დამკვეთის სარეკლამო კამპანიაზე დეტალური ინფორმაციის მიღება, მათ შორის კლიკების რაოდენობა, ჩვენებების რაოდენობა
რეკლამის ფასები
Promo.ge-ზე თქვენი რეკლამის საფასური განისაზღვრება"Pay per click" მეთოდით.ერთი კლიკის საფასურს ირჩევს თავად დამკვეთი. განურჩევლად კატეგორიისა, ყველა კონტექსტური რეკლამის ფასი იწყება მინიმუმ 5 თეთრიდან და რეგულირდება სხვა დამკვეთების მიერ შეთავაზებული კლიკის ფასებით. Promo.ge-ზე შესაძლებელია ნებისმიერი ბიუჯეტის სარეკლამო კამპანიის განთავსება.
ერთი კლიკის ფასის მითითების შემდგეგ თქვენი რეკლამა აისახება სისტემაში სხვა კომპანიების რეკლამებთან ერთად, რომლებმაც იმავე პერიოდში ის ვებგვერდები მონიშნეს, რაც თქვენ. საიტის მფლობელის გვერდზე რეკლამების გასვლის თნამიმდევრობა განისაზღვრება აუქციონის პრინციპით, ანუ ჯერ გავა იმ დამკვეთის რეკლამა, რომელლის სარეკლამო კამპანიაშიც ერთი კლიკის ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით უფრო მაღალია.
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ხართ რეკლამის დამკვეთი და ამავდროულად საიტის მფლობელიც, ანუ აძლევთ სხვა დამკვეთებს უფლებას განათავსონ რეკლამა თქვენს ვებსაიტზე, საიტის მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა შეგიძლიათ გადაიტანოთ დამკვეთის ანგარიშზე და გამოიყენოთ თქვენი ახალი სარეკლამო კამპანიისათვის.
საიტის მფლობელები
თუ გსურთ გაწევრიანდეთ Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელში და მიიღოთ შემოსავალი რეკლამის დამკვეთების მიერ თქვენი ვებსაიტის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა და მიჰყვეთ საიტის ვერიფიკაციის ინსტრუქციას.
ვერიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენი საიტი ჩაერთვება Promo.ge-ს საიტის მფლობელთა ქსელში, რაც რეკლამის დამკვეთებს მისცემს საშუალებას თქვენს ვებსაიტზე განათავსონ საკუთარი პროდუქტის კონტექსტური რეკლამა.
თქვენს ვებსაიტზე გასული რეკლამების რაოდენობის შესაბამისად თქვენს ანგარიშზე აისახება დაგროვილი თანხა, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ ან გადაიტანოთ თქვენს დამკვეთის ანგარიშზე და გამოიყენოთ საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისათვის.